17 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
„თითქოს, მეხი ჩამოვარდაო" - დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქება მშენებარე სახლში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და კომპანია ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები.

თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ მოპირდაპირე სახლის ფანჯრებზე შუშები ჩაამსხვრია.

„თითქოს, მეხი ჩამოვარდაო. ფანჯრები გაიღო და მინები ჩამოცვივდა და კედელი გამებზარა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები