17 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
მარტოხელა დედას ბანკის თანამშრომელი დამწვარი სახლიდან გამოსახლებით ემუქრება

ვალების ჩამოწერის პროგრამა ბუნდოვანი ხდება და სულ უფრო მეტი ადამიანი არკვევს, რომ ეს მათ არ შეეხებათ.

სოფელ წინწყაროში მცხოვრებ მარტოხელა დედას ბანკის თანამშრომელი დამწვარი სახლიდან გამოსახლებით ემუქრება. ის ყოველ დღე სოციალურად დაუცველ ოჯახში მიდის და თანხის გადახდას ითხოვს.

ნინო ჭკადუამ 2000 ლარი ბანკიდან წლების წინ გამოიტანა, თუმცა, სოციალურად დაუცველმა ოჯახმა კრედიტის დაფარვა ვერ შეძლო და ახლა ერთადერთი საცხოვრებლიდან ასახლებენ.

იმის გამო, რომ სესხის უზრუნველყოფაში ბინაა ჩადებული, მათ არც მთავრობის მიერ დაანონსებული კრედიტების განულების პროგრამა ეხებათ.

მას შემდეგ, რაც ბანკის თანამშრომლები დარწმუნდნენ, რომ მარტოხელა დედა გადახდის უუნაროა, მას აიძულებენ, სესხი მეზობლებისგან აიღოს და საბანკო ვალი დაფაროს.

ნინო ჭკადუა, მცირეწლოვან შვილთან და დედასთან ერთად, სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მხოლოდ სოციალური დახმარებაა.

ნინოს დედას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მკურნალობა ესაჭიროება. სახლის სახურავი ნახევრად დამწვარია და შეიძლება, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. გამგეობა ოჯახს 5 000 ლარით დაეხმარა, თუმცა, დამწვარი სახლის შესაკეთებლად თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. როდესაც ძლიერდ წვიმს ან თოვს, შენობაში წყალი ჩადის და უფრო მეტად ზიანდება.

 

დღის ამბები