ძლიერი ქარი ქუთაისში - რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე მთლიანად აღდგენილია, მიმდინარეობს მუშაობა სოფლებში პრობლემის სრულად მოსაგვარებისთვისაც.
გუშინდელი სტიქიის გამო მხოლოდ ქუთაისში 7 ფიდერი იყო გათიშული. პარალელურად, დაზიანებული კორპუსების დროულად გადახურვისთვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება დაიწყო.
გუშინ ქუთაისში ძლიერმა ქარმა 100-ზე მეტ სახლს დაუზიანა სახურავი და რამდენიმე ათეული ხე წააქცია.