დღევანდელმა ხელისუფლებამ მოგვპარა არჩევნები, მე აქ წერტილს ვერ დავსვამ, აქ მძიმეს დავსვამ -ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა არმაზ ახვლედიანმა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. მისი თქმით ის რაც მოხდა, ქვეყნის ისტორიას ბოლო 25 წელია არ ახსოვს.
მისი თქმით, ქუჩაში ხალხი გამოვიდა ელემენტარული უფლების დასაბრუნებლად, ეს არის არჩევანის უფლება.
„წარმოუდგენელი აღებ-მიცემობა, წარმოუდგენილი წეზოლა, წარმოუდგენელი პოლიტიკური კორუფცია და ამ დროს რა უნდა უპასუხოს საზოგადოებამ ასეთ აღვირახსნილ ხელისუფლებას ეს პროტესტი ვერაფრით ვერ განელდება. ვერ განელდება მანამ სანამ ხელისუფლება არ შეისმენს ჩვენს სამართლიან მოთხოვნას. ეს მოთხოვნა არის ერთადერთი წავიდეს ხელისულება ყველა იმ დათმობაზე, რომელიც უზრუნველყოფს მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. წინააღდეგ შემთხვევაში ამ ხელისუფლებას გაისტუმრებს ხალხი ისე როგორც გაუსტუმრებია აქამდე,“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" წარსულიდან ვერაფერი ისწავლა.