17 ნოემბერი 2024,   07:04
ვრცლად
„მხოლოდ ერთს გთხოვთ ხალხო, დაგვიდექით გვერდით და მოვსპოთ ეს მკვლელები"-ზაზა სარალიძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით ზაზა სარალიძე გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ საუბარი უჭირს, რადგან დღეს ერთი წელი გავიდა მისი შვილის გარდაცვალებიდან და დღემდე მკვლელები დაუსჯელები არიან. მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს თხოვნით მიმართა  და თანადგომა სთხოვა.

„მხოლოდ ერთს გთხოვთ ხალხო, სამართალმა უნდა იზეიმოს, რათა არ იყოს ხვალ შემდეგი. დაგვიდექით გვერდით და მოვსპოთ ეს მკვლელები. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჭეშმარიტება იზეიმებს,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღის ამბები