17 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
გამოსავალი არის ერთადერთი, პროპორციული საპარლამენტო არჩევნები - გიგი უგულავა გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მივიდა

რუსთაველის გამზირზე გამართულ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე  "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავაც იმყოფებოდა.  მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნაში პროპორციული წესით ჩატარდეს. “ევროპული საქართველო” აქციას სოლიდარობას უცხადებს, თუმცა ისინი ორგანიზატორებს შორის არ არიან. გიგი უგულავა დემონსტრაციაზე დამოუკიდებლად მივიდა.

„თუ ჩვენ  გვინდა რომ ფარცხალაძე აღარ ატერორებდეს ბიზნესს სარდაფში, თუ ჩვენ გვინდა რომ ხელისუფლებები  იცვლებოდეს მაგრამ მიუხედავად ამისა შვილმკვდარი მშობლები არ დადიოდნენ ქუჩა-ქუჩა და ქუჩაში არ ეძებდნენ სამართალს, ამის გამოსავალი არის ერთადერთი - ეს არის პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. მთავარი ამოცანა არის დღეს ვაიძულოთ ხელისუფლება იქნება ეს აქციებით, იქნება ეს საერთაშორისო ზეწოლით, იქნება ეს ნებისმიერი სხვა კონსტიტუციური მეთოდებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არა 2024-ში, არამედ უკვე შემდეგ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები