17 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
"20 ლარს მოგცემ და ზურაბიშვილს დახვდიო, რომ არ წავედი სოციალური მომიხსნეს“-მოქალაქეები აქციაზე მისვლის მიზეზებს განმარტავენ

რიგითი მოქალაქეები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ქუჩაში უსამართლობის განცდამ გამოიყვანა. მოქალაქები უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ისინი იზიარებენ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ისინი ამბობენ, რომ ოპოზციის გეგმები მოსწონთ.

„მომხრე ვარ, რომ იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რომ შეიცვალოს მთელი ეს წესი, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება სახლში შემოგვივარდნენ და ძალით მიგვაცემინონ ხმები,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები იმ ზეწოლებზე საუბრობენ, რომელიც როგორც წინასაარჩევნოდ ასევე არჩევნების დღეს მოქალაქეებზე განხორციელდა.

„კარებთან დამხვდა ბავშვი სკოლიდან რომ მომყავდა 20 ლარს მოგცემო და იმის შესახვედრად წადიო ზურაბიშვილისო. რომ ვერ წავედი მეორე დილითვე მომიხსნეს სოციალური, არ ვაპატიებ. გამზადებული მაქვს საბუთები, სტრასბურგში უნდა გავგზავნო,“-აცხადებს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.   

დღის ამბები