ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რეანიმაციაშია მოთავსებული ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი. ია კერძაიას შვილი არ გამორიცხავს, რომ დედის მძიმე მდგომარეობა მმართველი გუნდის მიერ არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლასა და „ქართული ოცნების“ მხრიდან აგიტაციის შესახებ დავალებას უკავშირდებოდეს. დეტალებზე საუბარს შენგელიები ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
„სავარაუდოდ, ავალდებულებდნენ არჩევნების წინ, ან უფრო სწორად, შეიძლება არ ავალებდნენ, მაგრამ სთხოვდნენ გარკვეულ წილად, რომ მათთან ეთანამშრომლა. საუბარია მმართველი პარტიის შესახებ,“ - ამბობს ია კერძაიას შვილი, ბაჩანა შენგელია.