17 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
რიგითი ადამიანები საკუთარი ხმების დასაცავად - ოპოზიციის აქციაზე ის მოქალაქეები მივიდნენ, ვინც არჩევნების შედეგები არ აღიარეს

რიგითი ადამიანები გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე - რუსთაველის გამზირზე ის მოქალაქეები მივიდნენ, რომლებიც თვლიან, რომ მათი ხმები ხელისუფლებამ მოიპარა. ისინი ამბობენ, რომ ქუჩაში უსამართლობის განცდამ გამოიყვანა. ასევე არ მოსწონთ ის ზეწოლა, რომელიც არჩევნების დღეს და მის წინ მიმდინარეობდა. მოქალაქეები თვლიან, რომ პროცესები უნდა შეიცვალოს იმ დრომდე, სანამ მათ სახლებში შეუვარდებიან და ხმის მიცემას ამ გზით აიძულებენ. დღეს P.S.-ის ჟურნალისტმა აქციაზე ჩაწერა ქალი, რომელმაც არ ისურვა ვინაობა გაემჟღავნებინა. აღმოჩნდა, რომ ის ჯარისკაცის დედაა და თქვა, რომ მას ეშინია საკუთარი სახელის თქმა, იმიტომ, რომ ეშინია, რომ მის შვილს რამე არ დაემუქროს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ისინი გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებს იზიარებენ და ამბობენ, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. 

დღის ამბები