სამეგრელოში, ლუკა ჩხეტიას სახლში ჩხრეკა სამი საათი მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა სოფელ ზედა ეწერში კანონსაწინააღმდეგო ნივთი ვერ აღმოაჩინეს.
ჩხეტიანის ოჯახი დაკავებული მებრძოლის გათავისუფლებას ითხოვს და ამტკიცებენ, რომ იარაღი მას ჩაუდეს.
პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიხაურის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული შვიდი პირის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე. მათი აყვანა სასტუმროდან მოხდა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი.