ხმაური ბათუმში - ხახულის ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ ბათუმში. ადგილობრივების განცხადებით, შესაბამისმა სამსახურებმა სანიაღვრე არხი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაწმინდეს, უხარისხოდ დაამონტაჟეს ღამის განათებები და სამუშაოები მიატოვეს. მათი თქმით, მას შემდეგ ადგილზე არავინ მისულა.
ავარიულ მდგომარეობაში მიტოვებული განათების რამდენიმე ბოძი წაიქცა, კაბელები კი სანიაღვრე არხში აღმოჩნდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ქუჩაზე სავალალო შედეგები დადგება.