17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ზეწოლა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორზე - ია კერზაიას მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა 

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ია კერზაიას დღის ბოლოს გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების განცხადებით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„პაციენტი შემოყვანის დღიდან იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში. აღენიშნება თავის ტვინის სისხლჩაქცევა, რომელიც გამოწვეულია გამოწვეულია თავის ტვინის წინა არტერიის ანევრიზმის გასკდომის შედეგად. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი მკურნალობა,“-განაცხადა ექიმმა იაკობ ცერცვაძემ.

სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში მისი შვილი ამბობდა, რომ დედამისის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობდა.

ბაჩანა შენგელია წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" მიერ დავალებულ აგიტაციაზე საუბრობს. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ინსპექტირების სამსახური სკოლაში მიზანმიმართულად, ია კერზაიასგან უარის მიღების შემდეგ მიავლინა.

მონიტორინგის საბოლოო მიზანი  დირექტორის გათავისუფლება იყო. ამის შესახებ ფეისბუქში თავად ია კერზაიაც წერდა. ზეწოლის შესახებ სკოლის დირექტორმა „კურიერთანაც“ ისაუბრა. შენგელია სახალხო დამცველს საქმის პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები