17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
შვილმკვდარი მამები შსს-ს წინააღმდეგ - სარალიძის და მაჩალიკაშვილის სარჩელს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავენ 

შვილმკვდარი მამები შსს-ს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ - შესაბამისი სარჩელის განხილვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იგეგმება.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ, რომლითაც მათ მშვიდობიანი შეკრების უფლება შეეზღუდათ და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მიეცათ.  

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში EMC-ს და საიას იურისტები იცავენ.

დღის ამბები