ებრაელები ისრაელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ. განახლებისა და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული საზეიმოდ აღნიშნეს ვაშინგტონში. პირველი სანთელი მენორა-ზე შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა მინისტრმა დაანთო.
დღესასწაული მორწმუნეებს დონალდ ტრამპაც მიულოცა. ყოველწლიური საზეიმო ცერემონია გაიმართა ბერლინშიც, სადაც სანთლის ანთების ცერემონიაში გერმანიის პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა.
ხანუქის დაწყება აღნიშნეს საქართველოშიც. ებრაელ ხალხს დღესასწაული პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა მიულოცეს.