იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოსამართლეთა შერჩევის საკითხს განიხილავს.
საბჭოს სხდომაზე საკუთარი ინიციატივის წარდგენას არამოსამართლე წევრები აპირებენ.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის არსებული წესი არ არსებობს, რაც შერჩევის პროცესში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
„მე და ანა დოლიძე ვიწყებთ შეხვედრებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან იმისათვის, რომ შემდგომში როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ პროცესს დაიწყებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატების წარდგენა პარლამენტში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და წინასწარ გავლილი"-ამბობს ჯანეზაშვილი.