სამი დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღეა - სახალხო დამცველმა გარემოს მისაწვდომლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შეფასების ანგარიში წარადგინა. კვლევამ ჩვენა რომ საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება გაეროს კონვენციის მოთხოვნებს და ქვეყანას არ გააჩნია ამ მიმართულებით ერთიანი ხედვა და დოკუმენტი.
ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ რეგულაციები ფრაგმენტულად არის მოცემული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში და ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთათვის უსაფრთხო და მისაწვდომი გარემოს შექმნას.
„შევაფასეთ საქართველოში არსებული კანონმდებლობა და რელობა შშმ პირებისთვის, რამდენად არის ადაპტირებული გარემო და რამდენად არსებობს შესაბამისი რეგულაციები და სტანდარტები იმისთვის, რომ თუნდაც ახალი მშენებლობები იყოს შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც მათ სჭირდებათ ელემენტარულად გადაადგილებისთვის. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ჩართულები ამ პროცესში და ძალიან კონკრეტული რეკომენდაციებით მივმართავთ უწყებებს“ - აცხადებს ლომჯარია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის თქმით, უნდა მოხდეს სამშენებლო სტანდარტების რეფორმა, რათა მოხდეს მისი ჰარმონიზება საერთაშორისო პრინციპებთან.