ლივერპულმა სანტების ტრადიციულ მარათონს უმასპინძლა. ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოხალისეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
ლივერპულის ქუჩებში სანტას წითელ და ლურჯ ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა 5 კილომეტრი ირბინეს.
ორგანიზატორების განცხადებით, მარათონში ჩასართავად 1500-ზე მეტი მოხალისე დარეგისტრირდა.