17 ნოემბერი 2024,   06:05
ვრცლად
"ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება, ის დასაჯეს იმისთვის, რომ არ იყო აქტივისტი" - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის შვილი 

„ქართული ოცნების“ მიერ რეპრესირებული ზუგდიდის 6-ე საჯარო სკოლის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ია კერზაია ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. კერზაიას შვილი კი პროკურატურისგან ფაქტის გამოკვლევას ითხოვს.

ბაჩანა შენგელიას განცხადებით, გამომძიებლები უნდა დაინტერესდნენ, რა საფუძველი არსებობდა დირექტორის სკოლიდან გათავისუფლების. რადგან მისივე თქმით, ეს იყო მიზანმიმართული ზეწოლა, ტერორი და პოლიტიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან, რის გამოც ია კერზაია საავადმყოფოში აღმოჩნდა.

სადამსჯელო მანქანა კერზაიას წინააღმდეგ მას შემდეგ ამოქმედდა რაც მან ზურაბიშვილის საარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარი თქვა. დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია მომხდარის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საელჩოებსაც.

„ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება და ის დასაჯეს იმისთვის, რომ ის არ იყო აქტივისტი. მხარდამჭერზე ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ის არანაირი, არც ერთ ხელისუფლების და არც ერთი პარტიის მხარდამჭერი საჯაროდ არ ყოფილა. ეს სტრესი და ეს წნეხი იყო ხელისუფლების მხრიდან, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს მხრიდან. ვეცდები, რომ ყველა ინსტანციაში, ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოში, სასამართლოში, პროკურატურაში, სახალხო დამცველთან, დავამტკიცოთ ეს არაადამიანური ქმედება,“-განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები