01 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში სუპერმარკეტი გაქურდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში სუპერმარკეტი გაქურდეს. დაუდგენელი პირები მაღაზიაში სავარაუდოდ გვიან ღამით შევიდნენ. მაღაზიის მეპატრონემ მომხდარი დილით ნახა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

რა არის წაღებული მარკეტიდან, რომელშიც საკვებ პროდუქტთან ერთად საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებიც იყიდება, ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილს სამართალდამცავები სწავლობენ.

დღის ამბები