16 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
როგორია ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ლევან ხაბეიშვილს სახის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ლევან ხაბეიშვილს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდა და ის, ამ დროისთვის, კლინიკაში რჩება.

საავადმყოფოს ხელმძღვანელის ცნობით, პაციენტს თვალის მთლიანობა დარღვეული არ აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე, მათი რეკომენდაციაა, პაციენტი კლინიკაში დარჩეს.

"ეს არის ცხვირის ძვლების მოტეხილობა, შესაბამისად, თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციას. პირველი რიგის ამოცანა გახლავთ ძვლების მთლიანობის აღდგენა. გადაწყვეტილება მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის", - განაცხადა კახა ჭელიძემ.

მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ წარმომადგენელს - სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა. ხაბეიშვილის თქმით, მას ფიზიკურად სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.

დღის ამბები