შინაგან საქმეთა მინისტრმა მართლწესრიგის ოფიცრები წარადგინა. დღეიდან მუშაობას 63 ოფიცერი დაიწყებს. საბოლოო ჯამში კი უწყება კონკურსის წესით, 365 მართლწესრიგის ოფიცერს შეარჩევს. მართლწესრიგის ოფიცრებს შს მინისტრმა მიმართა.
„თქვენი ყველაზე დიდი მიზანი გახლავთ იზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ყველაზე დიდი მისია გახლავთ პრევენცია, რათა თავიდან ავირიდოთ დანაშაული.
სწორედ ეს ღირსეული ფუნქცია თქვენ უნდა შეასრულოთ უაღრესად ეფექტურად და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში მშვიდი და უსაფრთხო გარემო, ის გარემო, რომელშიც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იშრომონ და იზრუნონ თავიანთ ოჯახებზე,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.