17 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
„ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ მშვიდობისკენ, სიყვარულისკენ და ტაძრისკენ“ - მეუფე შიო ძალადობის ფაქტებზე 

მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლინა.

მან მრევლს პატრიარქის მილოცვა გადასცა და ეკლესიის როლზე იქადაგა. მეუფე შიომ მცირე კომენტარი ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობის ფაქტებზეც გააკეთა.

„დღეს არის დიდი დღესასწაული ძალიან. ეს არის თითოეული ჩვენგანის ტაძრად შესვლის დღე და მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ მშვიდობისკენ, სიყვარულისკენ და ტაძრისკენ",- ამბობს მეუფე.

დღის ამბები