17 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
5 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმე - გურამ დადიანიძის ოჯახი შს სამინისტროს დახმარებას სთხოვს 

5 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის ბიჭის, გურამ დადიანიძის ოჯახი, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დახმარებას ითხოვს. ისინი ამ წუთებში გორში იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც სამართალდამცველები 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედარს ეძებენ. 

გურამ დადიანიძის მშობლები ამბობენ, რომ გამოძიებამ 5 წელია მომხდართან დაკავშირებით ვერაფრის დადგენა ვერ შეძლო. მათი თქმით, დუშეთის პოლიცია მოწმის ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც მათივე განცხადებით არასწორია. 

17 წლის ბიჭის ოჯახი დახმარების თხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს. მათ დრეს ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრა სურდათ, რათა მოწმეთა ჩვენებები გადაეცათ. 

17 წლის გურამ დადიანიძე 5 წლის წინ, მლეთაში ლომისობის დღესასწაულზე დაიკარგა. ის ბოლოს ღამის 3 საათზე ნახეს, მას შემდეგ კი ბიჭის კვალი დაიკარგა. 

 

დღის ამბები