17 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ცხოვრება გაუსაძლის პირობებში - უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი დანელიების დახმარებას უშედეგოდ ელოდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა უკიდურესად გაჭირვებულმა ვეფხია დანელიამ სოციალური შემწეობის დანიშვნის თხოვნით სააგენტოს არაერთხელ მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. ის 82 წლის უსინათლო დედასთან ერთად ცხოვრობს. 

მოხუც მედიკო მიქავას გადაადგილება არ შეუძლია და მისი მარტო დატოვება სახიფათოა. დანელიების სახლში, რომელსაც არც ჭერი აქვს და არ მინები ფანჯრებში, მხოლოდ ორი რკინის საწოლი დგას.

ვეფხია დანელია სამუშაოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადის, თუ საწოლად ჩავარდნილ დედასთან მეზობელი დარჩება. თუ სამუშაო არ არის, მაშინ ისევ მეზობლების დახმარების იმედად რჩება.

ვეფხია დანელიამ რამდენჯერმე მიაკითხა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, უშედეგოდ. გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენელი ყვება, რომ მსგავსი პრობლემები მარტვილის მუნიციპალიტეტში არაერთია.

ადგილობრივი ხელისუფლება ოპონენტებს პოპულიზმში ადანაშაულებს. მარტვილის მერის მოადგილე უარყოფს, რომ დანელიების ოჯახის გაჭირვების შესახებ იცოდა. დავით სურმავამ კურიერის გადამღებ ჯგუფთან პირობა დადო, რომ ოჯახს აუცილებლად დაეხმარებოდა. დავით სურმავა დანელიებთან არც ამ ინტერვიუს შემდეგ მისულა.

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები