გაერთიანებული ოპოზიცია პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას კიდევ ერთხელ განმარტავს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი, ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საზოგადოებამ და სადამკვირვებლო მისიებმა ნახეს, რამხელა ზეწოლისა და დაშინების ფონზე ჩაიარა პროცესმა. გამოსავალი კი აქედან, მისი თქმით, არის პროპორციული წესით ვადამდელი არჩევნები.
„ერთადერთი გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რაც დღეს ქვეყანაში არის, არის სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვართ შესული ჩიხში. ამ ჩიხიდან გამოსავალი არ არის. ამ ჩიხიდან არის მხოლოდ გადასავარდნი უფსკრულში. ქართულ ოცნებას აქეთ მიჰყავს დღეს ქვეყანა, რომ გადაიჩეხოს ეს ქვეყანა უფსკრულში. ამიტომ ვართ ჩვენ, ამიტომ გვქვია გაერთიანებული ოპოზიცია, ამიტომ ავიღეთ 900 ათასი ხმა, რომ მოსახლეობამ დაიჯერა გაერთიანებული ოპოზიციის. ახალ წარმოიდგინეთ, ეს რომ საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო და ამდენი ხმა აეღო ოპოზიციას, შეგახსენებთ, ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით რომ მოვიდა, ამაზე ნაკლები ხმა აიღო. რატომ ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას?-სწორედ იმიტომ, რომ ეს მახინჯი სისტემა, რომელიც დღეს არსებობს, მაჟორიტარებს ვგულისხმობ, აღარ უნდა იყოს იმიტომ, რომ პროპორციული სისტემა არის ხალხის ნების გამოხატვა,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.