17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
„ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანა კრიზისში არ შევიდეს, არის ის, რომ ადამიანებს არჩევანის გზა დაუტოვონ" - ნინო ბურჯანაძე

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე იზიარებს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას პროპორციული სიით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება, ქართული ოცნება მუდმივად აყვედრიდეს საზოგადოებას, რომ ენმ არ არის ხელისუფლებაში და ყველაფერს აბრალებდეს ამ პარტიას. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ იმისთვის, რომ დასრულდეს „გადადექი, გადადექის“ ძახილი, აუცილებელია, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას ახსოვს, როგორ გაყალბდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისევე, როგორც ეს მოხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანა კრიზისში არ შევიდეს და ერთადერთი გამოსავალი, რომ რეალურად გაიხსნას არჩევანის გზა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ადამიანებს არჩევანის გზა დაუტოვონ. როდესაც შენ ადამიანებს არჩევანის საშუალებას არ უტოვებ, როდესაც შენ ატარებ ისეთ არჩევნებს, როგორიც იყო, თუნდაც, 2016 -ში, თუნდაც ახლა, როცა ადამიანები ხვდებიან, რომ შენ ყველა შემთხვევაში შეგიძლია, გადაიხადო, თუნდაც, 10 მილიონი, ერთი მილიონით მეტი და შესაბამისად არჩევანით შენ ვერ შეიცვლები, რა გზას უტოვებ საზოგადოებას,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ერთ მხარეს არის დაშინებული და დატერორებული ბიზნესი, ამომრჩეველი მმართველი პარტია ამბობს, რომ თურმე, პოლიტიკური სპექტრი ვადამდელი არჩევნებისთვის მზად არ არის.

„როგორ უნდა მოვემზადოთ ამ ვითარებაში?“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და განაცხადა, რომ შემდეგ არჩევნებს ივანიშვილს აღარავინ გააყალბებინებს. 

 

დღის ამბები