ზუგდიდის 6-ე საჯარო სკოლის დირექტორის შვილი იმ კონკრეტულ პირებს ასახელებს, ვინც დედამისზე ზეწოლას ახორციელებდა - სწორედ ზეწოლის შედეგად მიიჩნევს ბაჩანა შენგელია ია კერზაიას ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობას.
განათლების მინისტრთან ერთად შენგელია ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელსა და მის წევრებს ამხელს და საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს. პარალელურად, ბაჩანა შენგელია მიმართავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ უწყებას საქმით დაინტერესდეს.
"მივმართავ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით, ვინაიდან იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული. მინიმუმ ოთხი პირის დანაშაული უკვე სახეზე გვაქვს. საუბარია ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტებზე -ბატონი წამალაშვილი და ქალბატონი ჯაფარიძე, ასევე მათი ხელმძღვანელი, რომლის გარეშე ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა - ქალბატონი გაბიჩვაძე და რა თქმა უნდა განათლების მინისტრი. მტკიცებულება გვაქვს, რომ ესენი არიან ჩართული ამ დატერორებაში სკოლის,"- აცხადებს ბაჩანა შენგელია.