შესაძლო პოლიტიკური ზეწოლა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე - ია კერზაიას საქმით "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ინტერესდება.
არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აუცილებელია პროცესით
სამართალდამცველები დაინტერესდნენ. იმ შემთხვევაში, თუ კანონდარღვევა დადასტურდება, საქმე მათ მიერ მომზადებულ არჩევნების შემაჯამებელ ანგარიშში მოხვდება.
„შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ, ისევე როგორც სხვა ზეწოლა-მუქარის ფაქტზე. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება კავშირი, პოლიტიკური მოტივაცია და სავარაუდო ზეწოლა, ბუნებრივია, ეს არის სერიოზული პრობლემა და სერიოზული წინასაარჩევნო დარღვევა. თუ ინფორმაცია გადამოწმდება და დადასტურდება, სავარაუდოდ, ამ ფაქტზე ჩვენს შემაჯამებელ ანგარიშშიც იქნება საუბარი,“- აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.