შსს-გან კარვის გაშლაზე ორთვიანი უარის შემდეგ, მერიამ შვილმკვდარი მამებისთვის ელექტროენერგიასა და გათბობაზე ზრუნვა დაიწო. შესაბამისი მოწყობილობის მონტაჟი გვიან ღამით კახი კალაძის განკარგულების შემდეგ დაიწყო. თბილისის მერის განმარტებით, კარვებში განათება თვითნებურად კუსტარულად იყო გაკეთებული, რაც სახიფათო იყო.
პარლამენტის შენობის წინ შვილმკვდარი მამების აქცია 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ.