17 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
სულხან სალაძე საია-ს თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩიეს

საია-ს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კვლავ სულხან სალაძე უხელმძღვანელებს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გამგეობამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ სალაძე კიდევ ერთხელ აირჩია. შეხვედრაზე სულხან სალაძემ მომავალი წლიდან საიას მუშაობის სტილის ცვლილება დააანონსა და განაცხადა, რომ ის კიდევ უფრო აქტიური გახდება.

„დღის წესრიგში დარჩება ისეთი საკითხები, როგორიც არის სასამართლო, მედია,თემები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეტი სიმწვავით შემოვიტანოთ ისეთი თემები, რომლებიც გარემოსთან არის კავშირში. გავაძლიერებთან ადვოკატირებას საერთშორისო ინსტიტუტებთან,“-ამბობს სალაძე.

დღის ამბები