17 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის გამაერთიანებელი კრება 15 დეკემბერს ჩატარდება

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის გამაერთიანებელი კრების თარიღი ცნობილია. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საეკლესიო კრება 15 დეკემბერს კიევის წმინდა სოფიას სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

შეხვედრაზე ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი უკრაინული ეკლესია და აირჩევენ მის პირველ მეთაურს. სინოდზე დასასწრებად მსოფლიო პატრიარქმა მოსაწვევები უკრაინაში მოქმედ სამივე ეკლესიის, კიევისა და მოსკოვის საპატრიარქოების და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს გაუგზავნა.

გასულ კვირას მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი უკვე მომზადებული აქვს.

დღის ამბები