17 ნოემბერი 2024,   06:00
ვრცლად
კომპანია "ქროსლაინ ლოჯისტიკი" რკინიგზის დეპარტამენტს კორუფციასა და მონოპოლიის ხელშეწყობაში ადანაშაულებს

კომპანია "ქროსლაინ ლოჯისტიკი" რკინიგზის დეპარტამენტს კორუფციასა და მონოპოლიის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მათ საქართველოს რკინიგზა ტვირთის სომხეთის დერეფანში გატანის საშუალებას არ აძლევს.

ლაშა ფარულავა განმარტავს, რომ კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა რომპეტროლთან და 1500 ტონა საწვავი შემოიტანა საქართველოში, ახლა კი ამ ტვირთის ბათუმიდან ერევნის მიმართულებით გატანა სურს.

საქართველოს რკინიგზა ვალდებულია, სომხეთს მიაწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა კომპანიის მტკიცებით ამას არ აკეთებს, რადგან ხელს უწყობს რუსული კომპანიების მონოპოლიას.

"ქროსლაინ ლოჯისტიკი" რეაგირებისთვის პრემიერს, პარლამენტსა და ბიზნეს ომბუდსმენს მიმართავს და სასამართლოში ჩივილსაც არ გამორიცხავს. საქართველოს რკინიგზაში კი კომენტარს არ აკეთებენ. 

დღის ამბები