17 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
აღმაშენებლის გამზირზე ათობით, მრავალწლოვანი ხე მოთხარეს

აღმაშენებლის გამზირზე ათობით, მრავალწლოვანი ხე მოთხარეს. თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ მიზეზი ხეების ჩანაცვლება.

მაია ბითაძის განმარტებით, 2011 წელს არასწორად შეირჩა ხის სახეობები, რის გამოც ნარგავები დაზიანდა და მათი მოჭრა მოსახლეობამ მოითხოვა.  თუმცა ადგილზე მომუშავე პერსონალს არ აქვს ინფორმაცია, რატომ გახდა აუცილებელი ძველი ხეების ახლით შეცვლა.

ვანაცვლებთ კატალპებს, რომლებიც წლების წინ დაირგო, როგორც არასწორად შერჩეული სახეობა ურბანული გარემოსთვის, რამაც სამწუხაროდ გამოიწვია დარგული 180-ვე ხის დაზიანება. მათ ზომაში ვერ მოიმატეს, ასე ვთქვათ, და დაავადდა სულყველა სწორედ იმიტომ, რომ არასწორად იყო სახეობა შერჩეული“ - აცხადებს ბითაძე.

დღის ამბები