94-ე ბაღის დირექტორის მოადგილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უარყოფს საკრებულოს უმრავლესობის წევრი რიმა ბერაძე.
საკრებულოში ”ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები სხვა ბაღებშიც მიიღეს და ”ქართული ოცნების” კოორდინატორები არსად დაუნიშნავთ.
„ჩემს კომპეტენციაში არანაირად არ შედის საბავშვო ბაღებში პედაგოგების მოადგილეების ან გამგეების დანიშვნა ან გათავისუფლება.ამდენად, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არის არასწორი. არანაირად არ გვაქვს გეგმაში "ქართული ოცნების" კოორდინატორების დანიშვნა საბავშვო ბაღებში,“-ამბობს ბერიძე.
გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებს უარყოფენ ბაღების მართვის სააგენტოშიც. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის დათვალიერებისას გადამალული პროდუქტები აღმოაჩინეს.
კახა გვანცელაძე ამბობს, რომ აღსაზრდელების კვებისთვის განსაზღვრული პროდუქტების მოპარვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების კიდევ ერთ შემთხვევას, 94-ე ბაგა-ბაღში დღეს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ბაღის დირექტორის მოადგილე 12 წლიანი მუშაობის შემდეგ, სამსახურიდან დათხოვნას, რიმა ბერაძის მითითებას უკავშირებს, რადგან მზევინარ ყაჯრიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის და ბაღის დირექტორისთვის მისი პოლიტიკური სიმპათიები ცნობილი იყო.
დღეს დილით კი დირექტორმა მას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება დაახვედრა.