17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
ხორავას მკვლელობის საქმე და პარლამენტის რეკომენდაციები - იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩაიშალა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა. დღეს რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, პარლამენტს ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა უნდა დაეწყო. პროექტი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელს სერგი კაპანაძეს უნდა წარედგინა, თუმცა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არც სერგი კაპანაძე და არც „ევროპული საქართველოს“ სხვა წევრები მისულან.

მიზეზი, რის გამოც საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი ვერ მივიდა სხდომაზე მისი საქართველოში არყოფნაა. ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად შესაძლებელი იყო სხდომას „ევროპული საქართველოს“ სხვა წევრი დასწრებოდა.

„სამჯერ იყო ამ თემაზე პოლიტიკური დისკუსია, კამათი და გვიწევდა მუდმივად იმის ახსნა რომ რამდენიმე დღე მაინც იყო საჭირო კომიტეტისთვის საკითხის მოსამზადებლად. ახლა  როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ უკვე და შეგვიძლია რამდენიმე დღით ადრე განვიხილოთ ეს საკითხი ვერ ვხედავ მომხსენებელს. ორი კვირაა ზედიზედ სასესიო მოხსენებებს არ ესწრებიან მათი წარმომადგენლები. ვერ გეტყვით ეს რითია განპირობებული მაგრამ საკითხისადმი ინტერესი თუ არსებობს რომელიმე მომხსენებელი შეიძლებოდა გამოცხადებულიყო დღეს კომიტეტის სხდომაზე იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობას პროცედურა იქნება. კარგი იქნება თუ საკითხი არ იქნება გამოყენებული, თავისი მგრძნობელობის და მაღალი სენსიტიურობის გათვალისწინებით პოლიტიკური ნიშნით,"-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები