29 სექტემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ჩაწყვეტილი ელექტროსადენები და დაზიანებული მანქანები-დადიანის ქუჩაზე ხე გადატყდა

სოლოლაკში, შალვა დადიანის ქუჩაზე ხე გადატყდა, რამაც ელექტროსადენები მოწყვიტა. სადენებმა კი იქვე მდგარი ავტომანქანები დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დადიანის ქუჩის მცხოვრებლები უყურადღებობაზე საუბრობენ. მათ საკუთარი ძალებით უწევთ ტერიტორიის დასუფთავება, რადგან ამბობენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს არსებული პრობლემის შესახებ მერიას, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. დადიანის ქუჩაზე არც სამაშველო ბრიგადები მისულან. 

 

დღის ამბები