არჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შესაძლოა ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახდეს. ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა. მან არ უარყო, რომ დიმიტრი გაბუნია ერთ-ერთია, ვინც ამ თანამდებობაზე განიხილება, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მასშემდეგ მიიღებს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფორმატი ჩამოყალიბდება.
„სანამ არ არის საბოლოოდ დადასტურებული შემადგენლობა ჩემი გუნდის, ნაადრევია იმაზე საუბარი, ვინ იქნება და ვინ არ იქნება. არ ვმალავ, რომ ეს არის ერთ-ერთი, მოვიყვანე აქაც და თქვენც დაინახეთ ალბათ. მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან რთული სიტუაცია არის რადგან თუნდაც ის საბოლოო ფორმატი არ ვიცით ადმინისტრაციის და ამიტომ თავს ვიკავებ ისეთი გადაწყვეტილებებისგან, რომელიც მერე იქნება გადასახედი. მირჩევნია რომ როცა მივიღებ გადაწყვეტილებას ეს იყოს საბოლოო,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.