17 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ნიკა რურუა უკანასკნელ გზაზე თანამებრძოლებმა, მეგობრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გააცილეს

ნიკა რურუას ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ცხედარი ვერის სასაფლაოს ეკლესიიდან გამოასვენეს, სადაც დილიდან უამრავი ადამიანი შეკრიბა. იქ იმყოფებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, ნიკა რურუას მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები.

ნიკა რურუა გულის შეტევით 4 დეკემბერს გარდაიცვალა. პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, კულტურის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური გაერთიანების აქტიური წევრი, 50 წლის იყო.

„დღეს ჩვენ მოვიტანეთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილი და დავლოცეთ მისი სული და ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა ნიკა რურუას თანადგომაზე ისაუბრა იმ პერიოდში, როდესაც ის კენჭს თბილისის მერის თანამდებობაზე იყრიდა.

„ნიკა იყო ყველას მეგობარი აბსოლუტურად. მე იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელსაც ასე ძლიერ უყვარდა თავის ქვეყანა, თავის სამშობლო და ყველაფერი გადადებული ჰქონდა ამ სიყვარულისთვის,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

ნიკა რურუას გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

„საქართველოს დააკლდა უაღრესად ნიჭიერი და პატრიოტი მოღვაწე, რომელიც ძალიან სჭირდებოდა ჩვენს მომავალს. მე დიდი გულისტკივილი მინდა გამოვხატო ამის გამო,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი,

ნიკა რურუას დაკრძალვას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი.

პოლიტიკოსს გამოემშვიდობნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები