18 თანამედროვე ხელოვანის ნამუშევარი ერთ ახალ საგამოფენო სივრცეში - კლუბ "ხიდის" ახალი პლატფორმა მულტიმედიურ ექსპოზიციას მასპინძლობს.
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ არტისტებს და მათ ნამუშევრებს ამჯერად ხელოვნება, თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება აერთიანებთ.
დიდ საგამოფენო სივრცეში სულ 18 თანამედროვე ხელოვანის ნამუშევარი გაერთიანდება. ეს პირველი ნაბიჯებია პროექტის მონაწილეების მხრიდან, რომ დაგვანახონ თუ რამდენად ახლო კავშირშია ხელოვნება, ტექნოლოგია და მეცნიერება ერთმანეთთან. ნამუშევრების ნაწილი სპეციალურად ამ სივრცისთვის შეიქმნა, ზოგიც ხელმეორედ იქნება წარმოდგენილი.
ჩაბნელებულ დარბაზში, სადაც მხოლოდ ნამუშევრები გაანათებს, მისვლა ყველა მსურველს შეეძლება. გამოფენა ხვალიდან დამთვალიერებელს ელოდება.