17 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"თეთრი ხმაურის მოძრაობა" მოსახლეობას ნარკოტიკული საშუალების შეძენის შედეგად გამოწვეული ფატალური შედეგის შესახებ აფრთხილებს

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას ერთ-ერთი ნარკოტიკული საშუალების შეძენის შედეგად გამოწვეული ფატალური შედეგის შესახებ აფრთხილებს. განცხადებაში ნახსენებია კონკრეტული სახეობის ნარკოტიკი, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებას შეიცვას.

მოძრაობამ განცხადება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

"სასწრაფოდ: დღეს გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა.

მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან."

დღის ამბები