17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დღეს "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობის მიერ დაანონსებული აქციების გამო  მიმართავს.

”შაბათს, 8 დეკემბერს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე. წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას. 

"საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“ - ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები