კონფლიქტის გამო გათავისუფლებული თანამშრომელი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას სამსახურიდან უსამართლოდ გაშვებაში ადანაშაულებს.
დაზარალებულის თქმით, ის ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩა და აუტიზმის მქონე შვილის რჩენა არ შეუძლია.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით კი, თანამშრომლის გათავისუფლება მათი ინიციატივა არ ყოფილა და მან განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა.