29 სექტემბერი 2024,   09:17
ვრცლად
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების უფროსი გარდაიცვალა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების უფროსი გარდაიცვალა.

ალექსანდრე ჩიქოვანს გუშინ საღამოს ზუგდიდის საპატრულო პოლიციის შენობის წინ მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციის განყოფილების უფროსს ნარკოლოგიურში შესამოწმებლად სამი პირი გადაჰყავდა.

სამივე მათგანის შემოწმება შემთხევვის შემდეგაც გაგრძელდა.

გარდაცვლილი პოლიციელი ქუთაისში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

დღის ამბები