მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა. ნივთიერება, რომლის მოხმარებას მძიმე ინტოქსიკაციის 3 შემთხევა მოჰყვა, ახალგაზრდებმა ერთ-ერთი ვებგვერდის საშუალებით შეიძინეს.
მომწამვლელმა შესაძლოა, გამოწვეული იყოს ერთ-ერთი სინთეზური ოპიოიდით, რომლის მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას.
ნივთიერება, რომელიც უმძიმეს შედეგებს, მათ შორის, კომატოზურ მდგომარეობას იწვევს, ახალგაზრდებმა შეიძინეს, როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA.
არასამთავრობო ორგანიზაცია თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი, დავით სუბელიანი, ამბობს, რომ მოქალაქეებმა ნარკოტიკული საშუალება MDMA ერთ-ერთი გავრცელებული ინტერნეტსაიტიდან შეიძინეს. აღნიშნულ პირებს ამ ნივთიერების მიღების შემდეგ სხვადასხვა სიმპტომი გამოუვლინდათ.
„იყიდება საიტიდან საიტზე. საიდან მოხვდა ეს კონკრეტული MDMA, რომელ ქვეყანაშია ნაწარმოები, როგორც მოხვდა საქართველოში, ეს ძნელი დასადგენია. შსს უნდა დაკავდეს მსგავსი საქმეებით, მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ვერაფრით ვერ შევძლებთ, რომ შევზღუდოთ და შევაჩეროთ ნარკოტიკული საშუალების შემოდინება ქვეყანაში. რაც ჩვენ შეგვიძლია, ამ პირობებში გავაკეთოთ, ეს არის მომხმარებლების ინფორმირება და მათი უზრუნველყოფა საჭირო პრეპარატებით. არც ერთს არ ვაკეთებთ ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა დავით სუბელიანმა.