აქცია ქვემო ფონიჭალაში - მარნეულის ქუჩის მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. ადგილობრივები გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვას და გზის დაგებას მოითხოვენ.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფონიჭალის მცხოვრებლები პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან.
სატვირთო მანქანების მძღოლებს აქციის მონაწილეები გადაადგილების უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ.