17 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
აქცია თბილისში - აბაშიძის 85 ნომერში მცხოვრებლები 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია თბილისში - აბაშიძის 85 ნომერში მცხოვრებლები სამშენებლო კომპანია ჰაუსარტ ლუქსის 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არსებობს ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნა, რომლის მიხედვით, ახალი მშენებლობა მომიჯნავე კორპუსების ნგრევას გამოიწვევს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ.

„ჩვენ გვაქვს სამი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ მომიჯნავე შენობები აუცილებლად დაინგრევა და გვაქვს ამის საშიშროება,“ - ამბობს ადგილობრივი.

დღის ამბები