ნობელის პრემიის ლაურეატები სტოკჰოლმში იმყოფებიან. ისინი დაჯილდოვების ცერემონიისთვის ემზადებიან, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი ლაურეატების პატივსაცემად სტოკჰოლმის დიდ საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. შოუს შვედეთის სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ნობელის კომიტეტის წლევანდელი რჩეულებისთვის ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა დაუკრა.