17 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა. ოქროსა და ვერცხლის „პრომეთეს“ მფლობელები, კონკურსის საერთაშორისო მონაწილეებს შორის შეირჩნენ. ეროვნული პროექტის „ქართული პრომეთეს“ საუკეთესო ფილმები სრულმეტრაჟიან, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან კატეგორიებშიც გამოვლინდა. საუკეთესო ფილმად „ბროლის გედი“ დასახელდა, საუკეთესო რეჟისურად – „მშვიდი ღამე.“ ეროვნული პროექტის „ქართული პანორამის“ ჯილდო სრულმეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში ნინო ჟვანიას „აღლუმმა“ მიიღო.

დღის ამბები