17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ზურაბ ჟვანიას დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა - დიდუბის პანთეონში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ

ზურაბ ჟვანიას დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა. დიდუბის პანთეონში დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. საფლავზე იმყოფებოდნენ მოქმედი და ახლაარჩეული პრეზიდენტები. გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„არც ტკივილი არ განელება ზურას გარდაცვალების გამო, სამწუხაროდ არც  ბოლომდე არ გვინახავს გამოძიების შედეგი და ეს მართლაც ესეთი არასასიამოვნო არის, რომ ჩვენ ამდენი ხანი ბოლომდე არ ვიცით, პასუხი არ არის გაცემული ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის თაობაზე,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები