ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
ჯილდო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ოჯახს მამუკა ბახტაძემ ივანე გოლაშვილის დაბადების დღეზე გადასცა. კონტრტერორისტული ოპერაციისას დაღუპულ კაპიტანს 9 დეკემბერს 43 წელი შეუსრულდებოდა.